Saturday, July 5, 2014

შევისწავლეთ  ფასილიტაციის  ნიმუშები. პრაქტიკულად  გავიარეთ  როგორ  მოვახდინოთ  ფასილიტაცია  პროექტზე მუშაობის  პროცესში. ირინა მარკოზაშვილი  ძალისხმევას  არ იშურებდა  ყველა მსმენელამდე  მიეტანა  შესასწავლი მასალა.  მადლობა  მას!

Thursday, July 3, 2014

  
ჩემთვის  დღევანდელი  დღე  ნაყოფიერი  იყო.  ვიმუშავეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო ნაშრომების შეფასების ჩეკლისტებზე. ეს გამოგვადგება  პროექტში  ჩართული  მოსწავლეების  ნაშრომების  შესაფასებლად.  მადლობა  ქალბატონ ირინას!

Tuesday, July 1, 2014

მეცადინეობის  მეექვსე  დღე საინტერესოდ  წარიმართა.  გავეცანით როგორ  უნდა შეძლონ  მოსწავლეებმა  ინტერნეტის  უსაფრთხოდ  და  დოზირებულად  გამოყენება. როგორ  ჩაატარონ  პრეზენტაცია ,  ციფრული  ინფორმაციის  და  ფოტომასალის  ინტერნეტით  მოძიება - გადმოტანა.  შევქმენით  მოსწავლის  პორტფოლიო.

Sunday, June 29, 2014

დღეისათვის  საუბარი ეხებოდა საავტორო უფლებებს.  გავეცანით როგორ უნდა იქნას დაცული  საავტორო უფლებები პროექტის შექმნისას.  ამასთან,რომელი ინფორმაციის  გამოყენება შეგვიძლია,როგორ  და რა დოზით  შეიძლება ინფორმაციის გამოყენება.
 კმაყოფილი ვარ ტრენერის- ირინა მარკოზაშვილის კომუნიკაბელურობითა  და პროფესიონალიზმით.

Friday, June 27, 2014

დღეს შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.   შეფასების მეთოდები, გავეცანი შეფასების ინსტრუმენტებს.  მუშაობა  საინტერესო იყო.

Thursday, June 26, 2014

რეფლექსია

დავინახე პროექტის აქტუალური მნიშვნელობა მოსწავლის კრიტიკული აზროვნების და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებისათვის და რამდენად ეხმარება ეს მიდგომა კრტიკული აზროვნების განვითარებას, გავეცანი მოდულებს. ავირჩიე თემა, გავაკეთე მონახაზი და შევუდექი მუშაობას ვისწავლე პუბლიკაციის გაკეთება.