Saturday, July 5, 2014

შევისწავლეთ  ფასილიტაციის  ნიმუშები. პრაქტიკულად  გავიარეთ  როგორ  მოვახდინოთ  ფასილიტაცია  პროექტზე მუშაობის  პროცესში. ირინა მარკოზაშვილი  ძალისხმევას  არ იშურებდა  ყველა მსმენელამდე  მიეტანა  შესასწავლი მასალა.  მადლობა  მას!

Thursday, July 3, 2014

  
ჩემთვის  დღევანდელი  დღე  ნაყოფიერი  იყო.  ვიმუშავეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო ნაშრომების შეფასების ჩეკლისტებზე. ეს გამოგვადგება  პროექტში  ჩართული  მოსწავლეების  ნაშრომების  შესაფასებლად.  მადლობა  ქალბატონ ირინას!

Tuesday, July 1, 2014

მეცადინეობის  მეექვსე  დღე საინტერესოდ  წარიმართა.  გავეცანით როგორ  უნდა შეძლონ  მოსწავლეებმა  ინტერნეტის  უსაფრთხოდ  და  დოზირებულად  გამოყენება. როგორ  ჩაატარონ  პრეზენტაცია ,  ციფრული  ინფორმაციის  და  ფოტომასალის  ინტერნეტით  მოძიება - გადმოტანა.  შევქმენით  მოსწავლის  პორტფოლიო.